''კალაძემ ფეხზე ხელი დამადო: ''დღეს სახლში მარტო ხარ?'' - ხაცკევიჩის სახალისო ისტორია
Aa
Aa

''კალაძემ ფეხზე ხელი დამადო: ''დღეს სახლში მარტო ხარ?'' - ხაცკევიჩის სახალისო ისტორია

ვოლგოგრადის ''როტორის'' მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა. მან კიევის ''დინამოში'' კახა კალაძესთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.

''როცა კალაძე კიევის ''დინამოში'' გადმოვიდა, ის რუსულად საუბარს ძლივს ახერხებდა. მე ვეხმარებოდი. ერთხელ მანქანით მივდიოდით, უეცრად კალაძემ ფეხზე ხელი დამადო და მკითხა: ''დღეს სახლში მარტო ხარ?'' მას ხელი ფეხიდან მოვაშორებინე და ვუპასუხე: ''კახა, სხვათაშორის მე მეუღლე მყავს''. მან სიცილი დაიწყო და მითხრა, რომ სხვა რამეს გულისხმობდა, სურდა გაეგო საღამოს შევძლებდი თუ არა რესტორანში წასვლას. ძალიან ინტიმური ვითარება გამოვიდა''.

ხაცკევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ სოლომონ კვერკველიას ზედმეტი წონა აწუხებდა, თუმცა მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ქართველი მცველის სასტარტოში დაყენებას რისკავდა: ''ის საუკეთესო ფორმაში არაა, კვერკველია კიდევ უფრო საიმედო უნდა გახდეს''.

ბელარუსი სპეციალისტის თქმით ''როტორის'' ქართველი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და გუნდურ პრინციპებს პატივს სცემენ.

''ქართველებთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა, დემეტრაძესთან და კალაძესთან ერთად კიევის ''დინამოში'' ვმუშაობდი, ახლა კი ოთხ ქართველს ვწვრთნი. ისინი მატჩის შემდეგ გასახდელში ქართულ მუსიკას უსმენენ, მშობლიურ ენაზე იუმორისტული ჟესტებით თამაშს განიხილავენ. პროფესიონალები არიან და გუნდურ პრინციპებს პატივს სცემენ''.

შეგახსენებთ, ''როტორში'' საბა კვერკველია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი ასპარეზობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები