Aa
Aa

"დილას რამდენჯერმე გამაღვიძა, ეს სასიამოვნო არ იყო" - კროოსმა ჰანსი ფლიკზე ისაუბრა

გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას ჰანსი ფლიკი გაიხსენა და მასზე საინტერესო ისტორია მოყვა.

"ფლიკს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობ, როდესაც ის გერმანიის ნაკრებში ლიოვის ასისტენტი იყო. ჰანსი ბრწყინვალე ადამიანია. მე ვიცი მისი საფეხბურთო ხედვა და ჩემთვის "ბაიერნის" წარმატება საერთოდ არ იყო მოულოდნელი.

ფლიკი თავმდაბალია და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. მე მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ  2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან დილით ძალიან ადრე რამდენჯერმე გამაღვიძა. მას სურდა, რომ გუნდს დილის საუზმეზე გავყოლოდი.

როგორც წესი, არასდროს ვდგები სასაუზმოდ და ჰანსმა ეს ვერ გაიგო. არ მსიამოვნებდა ადრე გაღვიძება. როდესაც ის მაღვიძებდა, ყოველთვის თვალებს ვხუჭავდი და ძილს ვიბრუნებდი." - განაცხადა კროოსმა

შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკმა "ბაიერნი" 2019 წლის მიწურულს ჩაიბარა. გერმანელმა სპეციალისტმა ნიკო კოვაჩი ჩაანაცვლა და "რეკორდმაისტერს" ყველა შესაძლო ტიტული მოაგებინა. წინ მხოლოდ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია, სადაც მიუნხენელები ფავორიტებად ითვლებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები