Aa
Aa

50 მატჩი პრემიერ ლიგაში - მაუნტი ტერის შედეგს ჩამორჩება

პრემიერ ლიგის მე-14 ტურში „ჩელსიმ“ დედაქალაქურ დერბიში „ვესტ ჰემი“ 3:0 დაამარცხა. „ლურჯების“ მრიდან დუბლი ტამი აბრაჰამმა შეასრულა, ერთი ბურთი კი ტიაგო სილვამ შეაგდო.

ბრაზილიელს საგოლე გადაცემა გაუკეთა მეისონ მაუნტმა, რომლისთვისაც გუშინ განსაკუთრებული მატჩი გახლდათ. მაუნტმა პრემიერ ლიგაში „ჩელსის“ მაისურით 50-ე შეხვედრა ჩაატარა და ჯონ ტერის შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ეს მაჩვენებელი დააფიქსირა.

2002 წლის იანვარში, ტერიმ „არისტოკრატთა“ რიგებში 50-ე თამაში 21 წლისა და 36 დღის ასაკში ჩაატარა, მაუნტი კი გუშინდელი შეხვედრისას 21 წლისა და 346 დღის იყო.

ფრენკ ლამპარდის ფორმაციის გუნდში მაუნტი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და მიმდინარე პრემიერ ლიგაში 1 გოლი და 3 ასისტი აქვს აქტივში.

„ჩელსიმ“ დერბიში გამარჯვების შემდეგ 25 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილოსან „ლესტერთან“ სხვაობა კვლავ 2 ქულამდე შეამცირა. ლამპარდის ბიჭებს შემდეგ ტურში კიდევ ერთი და უფრო მეტად პრინციპული დერბი აქვთ სათამაშო - 25 დეკემბერს, „ემირეითს სთედიუმზე“, „არსენალი“-„ჩელსია“ ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები