„ახალი წლიდან ახალი გამოწვევების დროა
Aa
Aa

„ახალი წლიდან ახალი გამოწვევების დროა" - არველაძემ ფახთაქორი დატოვა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 47 წლის სპეციალისტმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა და უზბეკურ კლუბს დაემშვიდობა.

„სამი წლის შემდეგ, ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და ყველას, ვის მხარდაჭერსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო.

მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტ ბაბურ შოდიევს, ულუგბეკ მუჰამედოვს, დიმიტრი ადისმანს და ფახთაქორის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს, რათა მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ამ გუნდში. კლუბში მისვლის შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ, წავახალისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები და დავამკვიდრეთ მუშაობის და თამაშის ჩვენი სტილი.

კლუბს ვუსურვებ, ასეთივე წარმატებით გააგრძელოს მომავალშიც. უზბეკეთში მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მოვიგეთ 5 ტიტული და შევიძინე არაერთი მეგობარი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა“!

სამი წლის შემდეგ, ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და...

Posted by Shota Arveladze on Monday, December 21, 2020

შეგახსენებთ, რომ არველაძე უზბეკურ კლუბს 2017 წლის ივნისიდან წვრთნიდა. 2019 წლის სეზონში „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი მოიგო. წლეულს კი არველაძის გუნდმა დუბლი შეასრულა, ლიგის თასი არ ჩატარებულა. შოთასთან ერთად „ფახთაქორში“ გოჩა ტყებუჩავა და არჩილ არველაძე მუშაობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები