Aa Aa
16 დეკემბერი 2020  |  23:06

გამორჩეული ისევ თათია გაბუნია იყო - ლანჩხუთის მეკარემ 18 ბურთი მოიგერია

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მატჩი "როზენგარდსა" და "ლანჩხუთს" შორის. შვედურმა გუნდმა გურულებს 10 უპასუხო გოლი გაუტანა. შეხვედრის პირველი ნახევარი 5:0 დასრულდა. მეორე ტაიმშიც ამავე რაოდენობის გოლები გავიდა და ორი მატჩის ჯამში შვედებმა 17:0 გაიმარჯვეს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისში 7:0 დასრულდა.

შეხვედრაში გამოსარჩევი ისევ გურულთა მეკარე თათია გაბუნია იყო, რომელმაც "როზენგარდის" ფეხბურთელებს 18 ბურთი აუღო. პირველ მატჩში კი 20 წლის მეკარემ 21 ბურთის მოგერიება შეძლო. ჯამში თათია გაბუნიამ 39 "სეივი" შეასრულა.

დღევანდელ მატჩში შვედებმა "ლანჩხუთის" კარის მიმართულებით 56-ჯერ დაარტყეს, აქედან ზუსტად 28-ჯერ, 17 ბურთი კარს აცდა, ხოლო 11 კი მცველებმა დაბლოკეს.

შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური „ოქჟეტპესი“ და რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში