Aa
Aa

"ფეხბურთის თამაში მინდა!" - ხედირამ გუნდიდან გაშვება მოითხოვა

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა სამი ხედირამ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაში ისევ უნდა და ამისთვის შესაბამისი ენერგიები ისევ აქვს. 33 წლის ნახევარმცველმა ტურინულ გრანდს გუნდიდან გაშვება მოთხოვა.

"ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ. ცუდი პერიოდი მქონდა, მაგრამ ახლა ფეხბურთის თამაში ისევ მინდა. მსურს, რომ ყოველ კვირას სამი ქულისთვის ვიბრძოდე.

მე ისევ მაქვს საკმარისი ძალა და ენერგია, რომ მაღალ დონეზე ვითამაშო. ზაფხულს არ დაველოდები, გუნდის გამოცვლა დეკემბერში ან იანვარში მსურს. ვფიქრობ ეს საკმაოდ რეალურია.

კარლო ანჩელოტის ხშირად ვესაუბრები და მან კარგად იცის ჩემი მდგომარეობა. სიამოვნებით ვითამაშებდი "ევერტონში", მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი ახალი კლუბი სულ სხვა იყოს.

კარგი იქნებოდა ისეთ გუნდში გადასვლა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ. შემიძლია მათ ჩემი გამოცდილება გავუზიარო და ბევრ რამეში დავეხმარო." - განაცხადა ხედირამ

ვეტერან ნახევარმცველს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება. შეგახსენებთ, რომ ხედირა "იუვენტუსს" 2015 წელს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 144 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები