BILD: დორტმუნდმა ფავრი გაათავისუფლა!
ბუნდესლიგის მორიგ ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" "შტუტგარტს" უმასპინძლა და 1:5 განადგურდა. სპორტულ მედიაში არ წყდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ მთავარ მწვრთნელს ლუსიან ფავრის გაათავისუფლებდნენ.
დღეს კი გავლენიანი სპორტული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტები სვენ ვესტერშულზი და კონსტანტინ ექნერი იუწყებიან, რომ კლუბმა შვეიცარიელი მწვრთნელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ხელმძღვანელობამ 63 წლის მწვრთნელს "შტუტგარტთან" მარცხი არ აპატია.
Breaking: Nach @BILD_Sport und @SPORTBILD-Informationen hat sich der #BVB von Lucien #Favre getrennt. Gleich mehr bei https://t.co/Fn118bmoAT
— Sven Westerschulze (@westsven) December 13, 2020
Favre is out. #BVB
— Constantin Eckner (@cc_eckner) December 13, 2020
შეგახსენებთ, რომ ფავრი "დორტმუნდს" 2018 წლიდან წვრთნიდა და ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2019 წლის გერმანიის სუპერ თასის მოგება შეძლო. "ბორუსიას" სეზონის ბოლომდე სლავენ ბილიჩის ყოფილი ასისტენტი ედინ ტერზიჩი უხელმძღვანელებს.