Aa
Aa

„მასთან ვარჯიში ომს ჰგავდა" - ბერბატოვი რონალდუზე საუბრობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დიმიტარ ბერბატოვმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. 39 წლის ბულგარელმა ინტერვიუ Marca-ს მისცა და განაცხადა:

„გამიმართლა 2008-09 წლების სეზონი მის მხარდამხარ რომ გავატარე. კრიშტიანუ საკუთარ თავზე არანორმალურად ზრუნავდა. მახსოვს, ვარჯიშებზე მისვლისას, ყოველთვის სპორტდარბაზში გვხვდებოდა. შემდეგ დარტყმებზე ვარჯიშობდა, საცურაოდ მიდიოდა და ისევ სპორტდარბაზში ბრუნდებოდა. მას ძალიან უნდოდა საუკეთესო გამხდარიყო.

რონალდუსთან ვარჯიში ომს ჰგავდა, რადგან გამარჯვების გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობდი, თუმცა ეს ცუდი რამ ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით. კრიშტიანუ გუნდში კონკურენტუნარიანობას ზრდიდა. მახსოვს, საშობაოდ მოწყობილ წვეულებებზე ფეხბურთელები კარგ დროს ვატარებდით, თუმცა ნამდვილი პროფესიონალებივით ვიქცეოდით. რონალდუ კი ალკჰოლურ სასმელს ასეთ დღეებშიც არ ეკარებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ბერბატოვს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით 149 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ბულგარელი ფეხბურთელის ანგარიშზე 56 გოლი და 27 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები