შესარჩევი ეტაპი - დასკვნით ეტაპს თბილისი ბაბლის პრინციპით უმასპინძლებს
Aa
Aa

შესარჩევი ეტაპი - დასკვნით ეტაპს თბილისი ბაბლის პრინციპით უმასპინძლებს

 

საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯარას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც 4 მატჩი გაიმართება:

E ჯგუფის მონაწილე ოთხივე ეროვნული ნაკრები – საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თბილისში შეიკრიბებიან, სადაც ეგრედწოდებული “ბაბლის” პრინციპით ჩვენი შესარჩევი ჯგუფის დასკვნითი 2 ტურის 4 შეხვედრა ჩატარდება.

საქართველოს ნაკრებმა “ბაბლის” პრინციპით, ნოემბრის ფანჯარაში, სულ ახლახანს ფინეთში იასპარეზა და 2-დან 2 გამარჯვება მოიპოვა. ახალი “ბაბლის” სისტემით, ჯგუფის ოთხივე ნაკრების წევრები ერთ სასტუმროში ცხოვრობდნენ და გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებზე და თამაშებზე, ერთ არენაზე დადიოდნენ და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ ჰქონდათ. ამ და არაერთი სხვა რეგულაციებით საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარება ფიბა-მ კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა, რათა მაქსიმალურად თავიდან აიცილოს მოთამაშეებისა და გუნდის წევრების ვირუსით დაინფიცირება. 

ჩვენს ქვეყანას, რომელიც 2022 წელს ევრობასკეტს,  ხოლო 2021 წლის ზაფხულში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს,  საორგანიზაციო კუთხით კიდევ ერთი საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა და “ბაბლის” პრინციპით ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის თებერვლის  ფანჯრის ყველა შეხვედრას ჩაატარებს, რაც უდიდესი გამოცდილება იქნება მომავალი საკონტინენტო მნიშვნელობის ტურნირების წინ. 

ფიბა-მ დღევანდელ აღმასკომის სხდომაზე საქართველოს ოფიციალურად მინიაჭა „ბაბლის“  მასპინძლის სტატუსი. ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯარა 15-23 თებერვალს გაიმართება, ხოლო კონკრეტული სათამაშო დღეები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები