ისტორიული მატჩი - ტოტენჰემი ასოციაციის თასზე მერვე დივიზიონის ბინადარს შეხვდება
ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემი“ ასოციაციის თასის მესამე რაუნდში ინგლისის რანგით მერვე დივიზიონში მოასპარეზე „მარინს“ დაუპირისპირდება. მერსისაიდელებმა მეორე რაუნდში „ჰავანტი და უოთერლუვილი“ დაამარცხეს და ისტორიული მატჩის გამართვის უფლება მიიღეს.
„მარინმა“ ნიალ კამინსის გოლის წყალობით იმარჯვა, რომელმაც თავი დამატებული დროის ბოლო წუთზე გამოიჩინა. კამინსის მიერ შეგდებული ბურთის წყალობით „მარინი“ მერვე დივიზიონში მოასპარეზე მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ასოციაციის თასის მესამე რაუნდში გააღწია.
#EmiratesFACup history made ✨@MarineAFC of the eighth tier will take on @premierleague leaders @SpursOfficial, in the competition's biggest-ever gap between two clubs in the third round ???? pic.twitter.com/eBYbEGcdO8
— Emirates FA Cup (@EmiratesFACup) November 30, 2020
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული ტურნირის ისტორიაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, როცა მესამე რაუნდში უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელი მერვე დივიზიონის ბინადარს შეხვედროდა. ასე რომ, წინ ისტორიული მატჩი გველის.