Aa Aa
29 ნოემბერი 2020  |  13:43

სანიკიძე: ''ნაკრებისთვის სულსა და გულს დებს, ვხედავთ რამდენად პატრიოტია''

ევრო ბასკეტის შესარჩევი ციკლის მატჩი ფინეთსა და საქართველოს შორის ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ჩვენმა ნაკრებმა სტუმრად 91:85 გაიმარჯვა და ჯგუფში გალიდერდა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოსკოვის ცსკა-ს მოთამაშემ, თორნიკე შენგელიამ მაღალ დონეზე ითამაშა. მასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ისაუბრა. სანიკიძის თქმით შენგელიამ იმ ადამიანებს უპასუხა, ვინც მას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის გამო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აკრიტიკებდა.

''მინდა თორნიკეს თავდადებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ეს ჩვენთვის ახალი არაა, მაგრამ მასთან მიმართებაში რა მითქმა-მოთქმაც იყო, ამასთან დაკავშირებით პასუხის გასაცემად გამოვიყენოთ ეს მოცემულობა.

თორნიკე შენგელია ევროლიგის ერთადერთი მოთამაშეა, ვინც სამშობლოში არ თამაშობს, ლეგიონერია და ეროვნულ ნაკრებს დაეხმარა.

მოსკოვის ცსკა-ს მთავარი მწვრთნელისთვის ძალიან რთულია შენგელიას ნაკრებში გაშვება. მან ''რეალთან'' ითამაშა და შემდეგ იმავე საღამოს კლუბი დატოვა და ნაკრებს შეუერთდა. როცა ნაკრებში მიდიხარ, ცხადია არსებობს ტრავმის რისკი, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამდენად პატრიოტია შენგელია, ის სულსა და გულს დებს ეროვნული ნაკრებისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული გვაქვს, ბიჭები ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის იბრძვიან''.

გაზიარება:

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში