Aa Aa
27 ნოემბერი 2020  |  09:16

"თავი სამართლიანი მეგონა, მაგრამ იმ ვიდეოს შემდეგ შემრცხვა" - მალდინი მარადონას იხსენებს

დიეგო მარადონასთან მოედანზე დაპირისპირებების ამბები გაიხსენა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მცველმა, პაოლო მალდინიმ. იტალიელის თქმით, დიეგოს შეჩერება შეუძლებელი იყო.

„ერთ-ერთი ღონისძიებისას, რომელსაც დიეგოსთან ერთად ვესწრებოდი, ეკრანზე ჩემი და მისი დაპირისპირებების ამსახველი კადრები გაუშვეს. ზოგადა, საკუთარ თავს სამართლიან მცველად ვთვლიდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ ვიდეოებში მის წინააღმდეგ საკმაოდ უხეშ ჯარიმებს ვიღებდი. ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ უცებ სხლტებოდა, მე კი ვაგვიანებდი.

ის ძალიან სწრაფი იყო და ფეხებში მთელი კარიერის განმავლობაში ხვდებოდა. ვიდეოს ნახვის შემდეგ სირცხვილი ვიგრძენი და იქვე მყოფ დიეგოს ბოდიში მოვუხადე. იგი მართლაც არაჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო“.

მალდინის და მარადონას ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში 1985-91 წლებში იტალიის ჩემპიონატში უწევდათ. ზოგადად, „მილანის“ ორი დიადი მცველი - მალდინი და ბარეზი თავიანთთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ყოველთვის სწორედ მარადონას ასახელებდნენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში