ნოუ კამპს მესის სახელს დაარქმევენ? - ემილი რუსაუდის ახალი იდეა
Aa
Aa

ნოუ კამპს მესის სახელს დაარქმევენ? - ემილი რუსაუდის ახალი იდეა

ემილი რუსაუდი "ბარსელონას" პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია. რა თქმა უნდა, ყველა კანდიდატს საკუთარი იდეები და დაპირებები აქვს. დღეს კი ესპანურ მედიასთან საუბარში ემილიმ სრულიად განსხვავებული იდეა გააჟღერა. რუსაუდი გულშემატკივრებს პირდება, რომ კატალონიელთა სტადიონს ლიონელ მესის სახელს დაარქმევს.

"ჩემი არჩევის შემთხვევაში რეფერენდუმს მოვიწვევ და სტადიონისთვის მესის სახელის დარქმევას განვიხილავ. "კამპ ნოუ ლეო მესი" - ასეთი სახელი ექნება სტადიონს.

მე ვაპირებ, რომ კლუბში ორი ტოპ მოთამაშე მოვიყვანო. ერთ-ერთი კი ნეიმარი იქნება. ყველანაირად ვეცდები ბრაზილიელის გუნდში დაბრუნებას.

ვიმედოვნებ, რომ მალე მექნება იმის შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა გავაჟღერო იმ სხვა ფეხბურთელების სახელები, რომელთა მოყვანასაც მე ვაპირებ." - განაცხადა ემილიმ

შეგახსენებთ, რომ ბარსას პრეზიდენტობისთვის ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშაც იბრძვიან. "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის იანვარში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები