Aa Aa
26 ნოემბერი 2020  |  16:33

"რეალის დონემდე მისაღწევად გაზრდა გვჭირდება" - კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "ინტერმა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ამ წაგებით "ნერაძურიმ" ჯგუფიდან გასვლის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა.

"მარადონას გარდაცვალებით ყველა იმედგაცრუებულები ვართ. მიჭირს შევეგუეო იმ ფაქტს, რომ დიეგო აღარ არის. მარადონამ საფეხბურთო ისტორია დაწერა. ის სიკვდილისთვის ძალიან ახალგაზრდა იყო.

რთულია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც "რეალია". ბოლო ორ მატჩში იღბალმა ზურგი გვაქცია. საწყის წუთებში გოლის გაშვებამ დაგვაბნია. შემდეგ 10 კაცით დავრჩით და სიტუაცია გართულდა. სამწუხაროდ ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა სხვაობაა "ინტერს" და "რეალს" შორის, მაგრამ ამ ფაქტმა არ უნდა დაგვამწუხროს. 

გუნდები სხვადასხვა დონეზე იმყოფებიან და ჩვენ "სამეფო კლუბის" დონეზე მისასვლელად მუშაობა და გაზრდა გვჭირდება. მათ ჩემპიონთა ლიგა ბევრჯერ მოიგეს, ჩვენ კი ისევ ერთ დონეზე ვართ გაჩერებული. პირველ მატჩში ბევრად აგრესიულები ვიყავით და უკეთესად ვითამაშეთ. ვიდალის გაძევებამ მატჩზე დიდი გავლენა მოახდინა." - განაცხადა კონტემ

შეგახსენებთ, რომ "ინტერს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის შანსი ძალიან შეუმცირდა. 4 ჩატარებული ტურის შემდეგ კონტეს შეგირდები 2 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

პირველ ადგილს 8 ქულით გლადბახი იკავებს, მეორეზე მადრიდის "რეალია" 7 ქულით, ხოლო მესამე პოზიციაზე კი დონეცკის "შახტარი" იმყოფება 4 ქულით.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში