სამაგალითო საქციელი -
Aa
Aa

სამაგალითო საქციელი - "ლანჩხუთის" ახალგაზრდა ფეხბურთელი კეკელიძეს სტიპენდიას მიიღებს

„გურული დღიურების“ ფონდის დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ყველაზე პატარა წევრს  ანა გობრონიძეს სტიპენდია დაუნიშნა.

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

„ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის ყველაზე უმცროს წევრს, 16 წლის ანა გობრონიძეს, დღეიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ. ანა უნიჭიერესი სპორტსმენია, ამასწინ ეროვნულ ლიგაში გოლიც კი გაიტანა. დედამისი, ისევე როგორც უამრავი სხვა მშობელი, იტალიიდან ადევნებს თვალს შვილის წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება ძალიან, ძალიან დიდი იქნება.“

ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის ყველაზე უმცროს წევრს, 16 წლის ანა გობრონიძეს, დღეიდან გურული დღიურების ფონდის...

Posted by Giorgi Kekelidze on Wednesday, November 25, 2020

შეგახსენებთ,რომ საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ რუმინეთში ისტორიული გამარჯვება მოპივა და ჩემპიონათა ლიგის დასკვნითი ეტაპის საგზური მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები