Aa
Aa

"ნამცხვრის მცხობელივით თამაშობს" - ვან ბასტენმა მესი გააკრიტიკა

ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ, მარკო ვან ბასტენმა ლიონელ მესისა და მის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშის შესახებ ისაუბრა. ვან ბასტენმა მოკლე კომენტარი გააკეთა და არგენტინელის კრიტიკას არ დაერიდა.

„მიმდინარე სეზონში მისი თამაშის ხარისხი არ მომწონს და მგონი, ყველა ხედავს, რომ ცუდად გამოიყურება. ვფიქრობ, მასზე ცუდ გავლენას უმაყურებლობაც ახდენს.

ის და გრიზმანი ნამცხვრის მცხობელებივით თამაშობენ. ლეო „ბარსას“ გარშემო შექმნილი ვითარებით კმაყოფილი არაა, რასაც გრიზმანთან პრობლემებიც ემატება. ყველაფერი ცუდი გროვდება და ამჟამად ვხედავთ ადამიანს, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდით“.

მესიმ მიმდინარე სეზონში ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 11 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 6 გოლი შეაგდო. არგენტინელი კიევის „დინამოსთან“ გუნდის განაცხადში არ იყო და როგორც რონალდ კუმანმა აღნიშნა, მან მესის დასვენების საშუალება მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები