Aa Aa
24 ნოემბერი 2020  |  17:11

ხვიჩა კვარაცხელია: "ამის განცდას არავის ვუსურვებ"

საქართველოს ნაკრების და ყაზანის "რუბინის" ამომავალმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა. 19 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ ჩრდ.მაკედონიასთან მატჩის გამოტოვება მისთვის ძალიან მტკივნეული იყო.

"არავის ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს, თანაც, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ. ეს ურთულესი გადასატანი იყო და დღემდე განვიცდი.

 "კარგი ნაკრები ჩამოყალიბდა, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ორი ნაბიჯი გვაშორებდა და მჯერა, წარმატებას მაინც მივაღწევთ.

საქართველო ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯზე მიუახლოვდა, ანუ გარკვეულ დონეზე გაიზარდა. ამიტომაც მჯერა, რომ გუნდის მშენებლობა გაგრძელდება, კარგი მოთამაშეები გვყავს, გამოცდილებიც და ახალგაზრდებიც. ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებაც გამოცდილება იყო, რომელიც სამომავლოდ გამოგვადგება." - განაცხადა ხვიჩამ

შეგახსენებთ, რომ "ევრო 2020-ზე" გასასვლელი საფინალო მატჩი ხვიჩამ კორონავირუსის გამო გამოტოვა. სამწუხაროდ ჩვენმა ნაკრებმა ხსენებულ მეტოქესთან 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი გამოცდილმა გორან პანდევმა გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში