პრობლემები გრძელდება - რეალს ინტერთან ბენზემა არ ეყოლება
Aa
Aa

პრობლემები გრძელდება - რეალს ინტერთან ბენზემა არ ეყოლება

მადრიდის "რეალში" პრობლემები არ წყდება. ბოლო პერიოდის განმავლობაში გუნდს რამდენიმე ლიდერი აკლდა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "სამეფო კლუბს" კარიმ ბენზემა ვერ დაეხმარება.

ფრანგი ფორვარდი არც "ვილიარეალთან" იყო, მაგრამ ზიდანს იმედი ჰქონდა, რომ კარიმი გამოჯანმრთელებას მოასწრებდა. საბოლოოდ ასე არ მოხდა და "ნერაძურისთან" "რეალი" ბენზემას გარეშე ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ "ბლანკოსს" არც გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი ეყოლება. ესპანელს და კარიმს ტრავმები აღენიშნებათ. ბენზემამ დაზიანება 8 ნოემბერს "ვალენსიას" წინააღმდეგ მიიღო.

კარგი სიახლე ის გახლავთ, რომ მადრიდელებს კაზემირო და დანი კარვახალი დაუბრუნდნენ. ესპანელ მარჯვენა მცველს ტრავმა ჰქონდა, ხოლო ბრაზილიელ ნახევარმცველს კორონავირუსი.

შეგახსენებთ, რომ "ინტერისა" და მადრიდის "რეალის" მატჩი 25 ნოემბერს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება. ჯგუფში დაძაბული ვითარებაა. პირველ ადგილს 5 ქულით გლადბახი იკავებს. მეორე და მესამე ადგილს 4-4 ქულით "შახტარი" და "რეალი" იყოფენ. ბოლო პოზიციაზე კი "ინტერია" 2 ქულით.

მადრიდის "რეალის" განაცხადი:

მეკარეები: კურტუა, ლუნინი, ალტუბე

მცველები: კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მენდი, მარსელო

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, ისკო, ოდეგორი, კაზემირო

თავდამსხმელები: აზარი, მარიანო, ასენსიო, ვასკესი, ვინისიუსი, როდრიგო, დურო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები