Aa
Aa

"კარი ღიაა, შეუძლია წავიდეს" - ინტერში ერიქსენის დღეები დათვლილია

"ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელის და ამჟამად "ინტერის" ნახევარმცველის კრისტიან ერიქსენის გარშემო არასასიამოვნო სიტუაციაა. ახალი არ არის, რომ მას ანტონიო კონტე არ ენდობა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებებიდან ვიგებთ, რომ მან ერიქსენს შანსი მისცა და ვერ გამოიყენა.

დღეს კი იტალიურ მედიასთან "ინტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ისაუბრა და განაცხადა, რომ ერიქსენს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის დატოვება შეუძლია.

"კონტე ერიქსენს მხოლოდ მის მიმართ პატივისცემის გამო ათამაშებს. ჯერჯერობით არანაირი შემოთავაზება არ გვაქვს, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ნებისმიერ შემოთავაზებაზე მას შეუძლია წავიდეს, კარი ღიაა..

ადაპტაციის პერიოდი დასრულებულია. კრისტიანი საინტერესოს ვერაფერს გვთავაზობს. ის არ შეიძლება იყოს უბრალო მოთამაშე, მან ბევრად მეტი უნდა გააკეთოს." - განაცხადა მაროტამ

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენი „ინტერს“ 2020 წლის იანვარში შეუერთდა და „ნერაძურის“ საკუთარი მომავალი 2024 წლამდე დაუკავშირა. დღემდე დანიელმა ნახევარმცველმა "ინტერის" მაისური 33-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები