ცსკა-მ გაიმარჯვა - შენგელიას ანგარიშზე მხოლოდ 4 ქულაა
Aa
Aa

ცსკა-მ გაიმარჯვა - შენგელიას ანგარიშზე მხოლოდ 4 ქულაა

დასრულდა VTB ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა "პარმასა" და ცსკა-ს შორის. "არმიელებმა" დიდი ანგარიშით 95:61 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ხსენებულ მატჩში დიდად აქტიური ვერ იყო. 

თორნიკემ სულ რაღაც 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ეს ყველაფერი კი მან 17:51 წუთში მოახერხა. ქართველმა კალათბურთელმა ორი ორ ქულიანი ჩააგდო და ორი სამ ქულიანი ააცილა. მიიღო 4 პერსონალური ფოლი და ბურთი ერთხელ დაკარგა.

მოსკოვურ გუნდს VTB ლიგაში 7 ჩატარებულ მატჩში 5 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს "არმიელები" 26 ნოემბერს ევროლიგაზე მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები