შენგელიას 6 ქულა - ცსკა-მ სტუმრად ბაიერნი დაამარცხა
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე მორიგი გამარჯვება იზეიმა. მოსკოველებმა მიუნხენის „ბაიერნს“ გასვლით მატჩში აჯობეს.
საწყის ორ მეოთხედში საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო, დასკვნით ათწუთეულებში კი ცსკა-მ უკეთესად იასპარეზა და შეხვედრა 89:81 მოიგო.
შენგელიამ პარკეტზე 18 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 1 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.
თოკოს გუნდმა ევროლიგის 10 მატჩის შემდეგ 7 გამარჯვება მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზეა. მოსკოველები შემდეგ ტურში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებენ. თამაში 25 ნოემბერსაა ჩანიშნული.