ცუდი ამბავი - ტომპსონისთვის არდაწყებული სეზონი უკვე დასრულებულია
Aa
Aa

ცუდი ამბავი - ტომპსონისთვის არდაწყებული სეზონი უკვე დასრულებულია

დღეს სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლეი ტომპსონმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა. ეს შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა, სადაც ერთმანეთს NBA-ს მოქმედი და ყოფილი კალათბურთელები ამხანაგურად უპირისპირდებოდნენ.

გავრცელებული ხმებით ტომპსონს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია უნდა ჩატარებოდა, რათა დეტალურად შეესწავლათ მისი ტრავმა. ასეც მოხდა, "უორიორსის" ვარსკვლავმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ახალ სეზონს მთლიანად გამოტოვებს. ინფორმაციას ESPN ადასტურებს.

ოქროს შტატელების მთავარი მწვრთნელი სტივ კერი და გუნდის გენერალური მენეჯერი ბობ მაიერსი ლოს-ანჯელესში გაფრინდნენ, რათა ამ მძიმე წუთებში კლეის გვერდით იყონ.

შეგახსენებთ, რომ კლეი ტომპსონმა მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები 2019 წლის სუპერ  ფინალში "ტორონტოს" წინააღმდეგ გაიწყვიტა, რის გამოც მან უკანასკნელი სეზონი მთლიანად გამოტოვა.

30 წლის კალათბურთელი NBA-ს ჩემპიონი ისტორიაში სამჯერ გახდა. ამერიკელმა ეს გოლდენ სტეიტთან ერთად 2015, 2017 და 2018 წელს მოახერხა. ტომპსონი ასევე 5-ჯერ მოხვდა NBA-ს ALL STAR-ის შემადგენლობაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები