განგაში სომხეთის ნაკრებში - 8 ადამიანს კორონავირუსი აქვს
Aa
Aa

განგაში სომხეთის ნაკრებში - 8 ადამიანს კორონავირუსი აქვს

სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნაკრების 4 ფეხბურთელს და 4 სხვა თანამშრომელს საქართველოსთან მატჩის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდათ.

დაინფიცირებული ფეხბურთელები ადნრე ცალისირი, გევორგ ღაზარიანი, გრიგორ მელიკსეტიანი და სარგის ადამიანი არიან. სხვა ინფიცირებული ადამიანების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა სტუმრად საქართველოს 2:1 მოუგო და ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძვის. კაპაროსის შეგირდები დღეს თბილისის დროით 21:00-ზე ჩრდ.მაკედონიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში სომხეთი ჯგუფიდან გავა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოლებს.

უეფა-ს რეგლამენტის მიხედვით იმ გუნდსა თუ ნაკრებს, რომელსაც 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი არ ეყოლება, მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. კაპაროსს კი ამჟამად 19 ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავს და მატჩის გადადების საშიშროება არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი გუნდის მთავარ იმედს ჰენრიხ მხითარიანსაც აქვს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები