Aa
Aa

რევაზ ჭანტურია: "მაკედონია ჩემი მეორე სახლია, მაგრამ საქართველოს ვქომაგობ"

ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემა gol.mk ქართველ ხელბურთელ რევაზ ჭანტურიას ესაუბრა. 38 წლის ჭანტურია ძალიან დიდი ხანია ჩრდილოეთ მაკედონიურ კლუბში თამაშობს და მისთვის ეს ქვეყანა მეორე სახლია. თუმცა, ქართველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხვალინდელ ფინალში ისტორიულ სამშობლოს გულშემატკივრობს.

„ჩრდილოეთ მაკედონიაში 2004 წლიდან ვცხივრობ და ვთამაშობ და, რა თქმა უნდა, ინსტინქტურად დავფიქრდი, რომელ გუნდს ვუგულშემატკივრებდი ფინალში, თუმცა საქართველო ავირჩიე - ჩემი უპირველესი სახლი, მაგრამ თუკი ჩრდილოეთ მაკედონია მოიგებს, ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტი მაინც მეყოლება.

ჩემს ქართველ მეგობრებთან ხშირი კონტაქტი მაქვს და ამ მატჩის მიმართ იქაც ისეთივე მოლოდინია, როგორიც თქვენთან. საქართველოში სპორტი ძალიან უყვართ და გაგიმართლათ, რომ სტადიონზე მაყურებელი არ იქნება. ჩვეულებრივ პირობებში, ტრიბუნებზე თავს 54 000 გულშემატკივარი მოიყრიდა, ახლა კი შანსები 50/50-ზეა. ორივე გუნდი ისტორიის დაწერას შეეცდება“.

რევაზ ჭანტურია საქართველოს ნაკრების წევრია, თუმცა უკვე 16 წელია ჩრდილოეთ მაკედონიაში თამაშობს და იქაური არაერთი ხელბურთის გრანდის ღირსება დაუცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები