კარგი ჟესტი - საკალათბურთო სამყარომ ფეხბურთელებს წარმატება უსურვა
Aa
Aa

კარგი ჟესტი - საკალათბურთო სამყარომ ფეხბურთელებს წარმატება უსურვა

12 ნოემბერს დამოუკედებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი გაიმართება.

ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდ.მალედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატცამდე ერთი დღით ადრე საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ფეხბურთელთა ნაკრებს და საქართველოს წარმატება უსურვა.

საკალათბურთო სამყარო ფეხბურთელთა ნაკრებს წარმატებას უსურვებს!

ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” უდიდესი მნიშვნელობის მატჩს გამართავს. რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საფეხბურთო სამყაროს უპირველესი მიზანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასვლა იყო. ჩვენი ნაკრები მიზანთან ახლოს ისე არასდროს ყოფილა, როგორც ახლა 12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” ჩრდილოეთ მაკედონიას ვხვდებით და გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა.

კოვიდ-პანდემიის გამო, ამ ისტორიულ მატჩს მაყურებლები ვერ დაესწრებიან, თუმცა მთელი საქართველო და მასთან ერთად საკალათბურთო სამყარო ერთი სურვილითაა განმსჭვალული და გვერდში უდგას ჩვენს ფეხბურთელებს. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საკალათბურთო საზოგადოებასთან ერთად გულითადად ქომაგობს და წარმატებას უსურვებს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ამ უპრინციპულეს მატჩში

გვჯერა, რომ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები შეძლებს ჩრდილომაკედონიელების დამარცხებას და ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას!“

❗️საკალათბურთო სამყარო ფეხბურთელთა ნაკრებს წარმატებას უსურვებს❗️ ✅ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები “დინამო...

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on Wednesday, November 11, 2020

საქართველოსა და ჩრდ,მაკედონიის შორის შეხვედრა ხვალ 21:00 საათზე ბორის პაიჭაძეს სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ,რომ მატჩის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები