პეპ გუარდიოლა:
Aa
Aa

პეპ გუარდიოლა: "მატჩის შემდეგ მე და კლოპმა ბევრი ვისაუბრეთ"

ამ "უიქენდზე" პრემიერ ლიგაში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და მოქმედი ჩემპიონი "ლივერპული" შეხვდნენ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ "ქალაქელების" თავკაცმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა: "მატჩის დასრულების შემდეგ მე და კლოპმა ბევრი ვისაუბრეთ. საუბრის თემა ძირითადად 3 ცვლილებიან სისტემას ეხებოდა. ჩვენ აღვნიშნეთ თუ როგორ ერთობლივად და დაუღალავად ვიბრძვით იმისთვის, რომ პრემიერ ლიგაში კვლავ 5 ცვლილების უფლება გვქონდეს.

სამწუხაროდ ალექსანდრ-არნოლდმა ტრავმა მიიღო. მე ეს არ მახარებს. აბსოლუტურად ყველა ჩემპიონატში და სანაკრებო ბატალიებზე გუნდებსა თუ კლუბებს 5 ცვლილების უფლება აქვთ, მაგრამ ჩვენ აქ განსაკუთრებულები ვართ. ჩვენ არ ვიცავთ და არ ვზრუნავთ ფეხბურთელებზე. ეს ყველაფერი კატასტროფაა" - განაცხადა გუარდიოლამ ცინიკური ტონით

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მესვეურებმა, "უეფას" და "ფიფას" მიღებული წესი 5 ცვლილებასთან დაკავშირებით გააუქმეს და ინგლისში გუნდებს მატჩის დროს მხოლოდ 3 ფეხბურთელის შეცვლის უფლება აქვთ.

ამჟამად "ქალაქელები" პრემიერ ლიგის ცხრილში 12 ქულით მე-11 ადგილზე არიან, რაც შეეხება კლოპის გუნდს, "ლივერპული" 17 ქულით მესამე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები