Aa
Aa

"ლესტერის" ფეხბურთელი ავარიაში მოხვდა!

ინგლისური "ლესტერის" 23 წლის ფეხბურთელი, ჯეფრი შლიუპი, საკუთარი ლამბორჯინით ავარიაში მოხვდა.

მისი 190 ათასი გირვანქა-სტერლინგის ღირებულების მანქანა სერიოზულადაა დაზიანებული, თუმცა ამაზე შლიუპი საერთოდ არ დარდობს.

მან ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ასეთი რამ უთხრა.

"არ იდარდოთ, სახლში ასეთი კიდევ 3 მანქანა მყავს". 

ამ 3 მანქანაში ფეხბურთელი 60 ათასიან "რეინჯ როვერ სპორტს", 105 ათასიან BMW i8-სა და "მერსედესის" სპორტულ მანქანას გულისხმობდა. 

თავად შლიუპს ადგილზე მისული სამედიცინო პერსონალის დახმარება არ დასჭირდა. 

 

 

 

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები