ახალი რეკორდი - დავიდ ალაბა ბაიერნის ისტორიაში შევიდა
Aa
Aa

ახალი რეკორდი - დავიდ ალაბა ბაიერნის ისტორიაში შევიდა

დასრულდა ბუნდესლიგის მორიგი ტურის მატჩი "დორტმუნდის ბორუსიასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის. "რეკორდმაისტერმა" მეტოქე 3:2 დაამარცხა. 

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა დავიდ ალაბამ, რომელმაც ფავრის გუნდს შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა. დღეს კი ეს გამარჯვება ავსტრიელი ფეხბურთელისთვის ისტორიული გამოდგა. დავიდმა ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით მე-200 გამარჯვება იზეიმა და ეს მან 272 ჩატარებულ შეხვედრაში მოახერხა.

არასდროს, არცერთ სხვა ფეხბურთელს ხსენებულ რაოდენობაზე ნაკლებ მატჩში 200-ჯერ არ გაუმარჯვია. ალაბა პირველია, ვინც 200 შეხვედრა 272 მატჩში მოიგო.

ავსტრიელ მარცხენა მცველს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და გავრცელებული ხმებით მას ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ სურს.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბა მიუნხენის "ბაიერნში" 2009 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე ერთად 396 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები