Aa
Aa

"ევრობასკეტზე" საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია!

სტამბოლში ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა. ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ისრაელში ქალაქ თელ ავივში ჩაატარებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები, უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, იტალია და გერმანია იქნებიან. 

წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:

A ჯგუფი: პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ისლანდია, სლოვენია

B ჯგუფი: უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, საქართველო, იტალია, გერმანია

C ჯგუფი: ხორვატია, ჩეხეთი, ესპანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, უნგრეთი

D ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, სერბეთი, ლატვია, თურქეთი, ბელგია

ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფური ეტაპი 31 აგვისტოს დაიწყება და 17 სექტემბერს
დასრულდება. ჯფუფური ეტაპის ოთხ ქვეყანაში, ფინეთში, ისრაელში, რუმინეთსა და თურქეთში ჩატარდება.

ფლეი-ოფში თითო ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი გადის და მერვედფინალში აგრძელებს ასპარეზობას.

ტურნირის ფინალური სტადიას კი უკვე თურქეთი უმასპინძლებს. 

მსგავსი სიახლეები