“რუსეთის? ის დაღესტანისა და ისლამის სახელით იბრძოდა” - რუსი დეპუტატი ხაბიბზე
Aa
Aa

“რუსეთის? ის დაღესტანისა და ისლამის სახელით იბრძოდა” - რუსი დეპუტატი ხაბიბზე

რუსეთში დაიწყეს საუბარი იმის თაობაზე,რომ უნდა მიენიჭოს თუ არა UFC-ის მებრძოლს ხაბიბ ნურმაგომედოვს „რუსეთის გმირის“ ორდენის ტიტული.

ამის შესახებ კომენტარი ტურინის 2006 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და რუსეთის დუმის წევრმა სვეტლანა ჟუროვამ გააკეთა.

ჯილდო ეკუთვნის ძალიან ცოტა სპორტსმენს. ისნი მხოლოდ სამნი არიან : ლუბოვ ეგორვა (1994 წ.), ალექსანდრე კარელინი (1996 წ.) და ლარისა ლაზუტინა (1998). როგორც ვიცი მერე გადაწყდა,რომ სპორტსმენებისთვის ეგ ტიტული აღარ მიენიჭებინათ. მისცე ორდენი ადამიანს,რომელiც კომერციულ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას ჩემი აზრით არასწორია. გვყავს ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, მაგალითად მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონები,რომლებისთვისაც ეგ ჯილდო არ მიგვიცია. ხაბიბი ნამდვილად ბრწყინვალე სპორტსმენია,მგრამ მსგავსი ბევრი გვყავს. მე მას დიდ პატივს ვცემ,მაგრამა არსდროს გამიგია,რომ ის რუსეთის სახელით იბრძვის, დაღესტანის - კი. ისლამის - კი. ვფიქრობ,რომ მას მეგობრობის ორდენი გადავცეთ. სიტუაციიდან გამომდინარე რაც ხდება მუსლიმებსა და მსოფლიოს შორის“- განაცხადა ჟუროვამ

შეგახსენებთ, რომ ხაბიბმა კარიერის დასრულების შესახებ ჯასტინ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ განაცხადა. „არწივი“  MMA-დან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა. ნურმაგომედოვმა კარიერაში 29 ბრძოლაში, ხოლო UFC-ში 13 შერკინებაში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები