კორონავირუსი - კაი ჰავერცი ინფიცირებულია
Aa
Aa

კორონავირუსი - კაი ჰავერცი ინფიცირებულია

ლონდონის "ჩელსის" ახალწვეული გერმანელი ამომავალი ვარსკვლავი კაი ჰავერცი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ლონდონელთა ოფიციალური ვებ-საიტი ადასტურებს.

ამჟამად ახალგაზრდა გერმანელი თვითიზოლაციაში არის გადასული და შესაბამის მკურნალობას გადის. კაი ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში "რენის" წინააღმდეგ არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჰავერცი "არისტოკრატებს" უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის დროს 62 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ლევერკუზენის "ბაიერიდან" შეუერთდა. 21 წლის შემტევმა დღემდე "ჩელსის" მაისური 10-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები