„ბარსას ყველაფერი მისცა, მაგრამ ისე არ მოექცნენ, როგორც იმსახურებდა
Aa
Aa

„ბარსას ყველაფერი მისცა, მაგრამ ისე არ მოექცნენ, როგორც იმსახურებდა" - მარადონა მესიზე

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. მარადონამ ინტერვიუ არგენტინულ გაზეთს, Clarin-ს მისცა და სხვა თემებთან ერთად, კომენტარი „ლა პულგაზეც“ გააკეთა.

„ვიცოდი, რომ მესისა და ბარსელონას შორის ურთიერთობა ცუდად დასრულდებოდა და მეგონა, რომ ლეო კამპ ნოუს დატოვებდა. ბარსელონა ჩვეულებრივი კლუბი არაა. მან ბლაუგრანას რიგებში უამრავი წელი გაატარა და ისე ნამდვილად არ მოექცნენ, როგორც იმსახურებდა.

მესიმ კლუბს ყველაფერი მისცა. მან ბარსა უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა და ერთ დღეს, გადაწყვიტა, რომ წასვლა და ყველაფრის შეცვლა სურდა, მაგრამ ბარსელონასგან უარი მიიღო.

კარის გაჯახუნება მარტივი არაა. ბარსა უდიდესი კლუბია, რომელთანაც კონტრაქტი გაკავშირებს. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ გულშემატკივრებს უყვარხარ. ნაპოლიში ყოფნისას მეც იგივე ვითარებაში აღმოვჩნდი“.

შეგახსენებთ, რომ მესიმ „ბარსელონას“ დატოვებასთან ახლოს იყო და მას „სიტიში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა „ლა პულგა“ „კამპ ნოუზე“ დარჩა და ახლახან კარიერაში 721-ე გოლიც გაიტანა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები