Aa Aa
30 ოქტომბერი 2020  |  12:52

''ხვიჩა ნაძვის ხის სათამაშოა, რომელიც ევროპისთვის უნდა მოვამზადოთ'' - იგნატიევი კვარაცხელიაზე

79 წლის ცნობილმა რუსმა საფეხბურთო სპეციალისტმა ბორის იგნატიევმა ''რუბინის'' ქართველი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა. რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ქართველმა ტალანტმა გარკვეული დრო კვლავ რუსეთში უნდა გაატაროს და შემდეგ შედგეს მისი ტრანსფერი დასავლეთ ევროპულ კლუბში.

''მესმის, რომ ფეხბურთი ბიზნესია, მაგრამ არ მესმის რატომ ისმის კითხვა: ''რამდენად უნდა გავყიდოთ კვარაცხელია?'' ვფიქრობ, ჯერ რუსეთში უნდა დარჩეს, მისი გაყიდვა ნაადრევია. ის უნდა მოვამზადოთ ევროპული ფეხბურთისთვის და შემდეგ უნდა წავიდეს დასავლეთ ევროპულ კლუბში, რომ იქ მისი თამაშით ყველა ხარობდეს.

მნიშვნელოვანია ''რუბინის'' პოზიცია. თუ კლუბს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რაც ფეხბურთელის სარფიანად გაყიდვას გულისხმობს, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე საკითხია კლუბის მიზნები. როგორც ქომაგისთვის, ჩემთვის არ არის ნათელი კლუბის პოზიცია. რა სურთ? მხოლოდ ხვიჩას გაყიდვა თუ მასთან ერთად წარმატებულად გამოსვლა და თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება? ჩვენ გვახსოვს ''რუბინი'' ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე და თუ კლუბში ფიქრობენ, რომ ხვიჩას ნიჭიერებიდან გამომდინარე ''მოვიდა დრო ფული გავაკეთოთ'' - ეს მცდარი პოზიციაა. 

სლუცკის ჰკითხავენ: ''რატომ აგებს თქვენი გუნდი?'' მისი პასუხი იქნება: ''ხვიჩა გაყიდეს''. რატომ? ხვიჩა ნამდვილად კარგი ბიჭია და ტალანტია, მაგრამ მას არ ჰყოფნის ფიზიკური მომზადება, ძნელად წარმომიდგენია იტალიის სერია ა-ში. ამავე დროს ჩვენთან მენტალური პრობლემაა. ჩერდანცევმა ორჯერ შეაქო, ჩანს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავია. მინდა, რომ ამ ეტაპზე ის აქ იყოს და ''რუბინი'' არ დატოვოს.

არ მსურს ვნახო ძალისმიერი ფეხბურთი, მსურს ნაძვის ხის სათამაშოს ვუყურო, ასეთია ხვიჩა, ის ნაძვის ხის სათამაშოა. მივდივარ ''რუბინის'' თამაშზე, იმიტომ რომ იქ არის კვარაცხელია და არამარტო მე, ასეთი ბევრია. კვარაცხელიას გარეშე თამაშზე არ წავალ, რომ სიდოროვის ასპარეზობა ვნახო. ჩვენ გვჭირდება გამორჩეული მოთამაშეები''.

2019 წლის ზაფხულში მოსკოვის ''ლოკომოტივიდან'' წამოსვლის შემდეგ კვარაცხელიამ ''რუბინთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება. გასულ ზამთარში ყაზანურ კლუბში ლეონიდ სლუცკი მივიდა და მას შემდეგ კვარაცხელიას პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია. 

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში