Aa Aa
29 ოქტომბერი 2020  |  09:24

„ჯადოქარი და ფეხბურთის ჰარი პოტერია" - ვიერი მესის აქებს

ლეგენდარულმა იტალიელმა თავდამსხმელმა, კრისტიან ვიერიმ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და „ლა პულგას“ მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა. ვიერიმ საკუთარი პოზიცია CBS Sports-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას შეეხო.

„ბარსელონამ საოცარი მატჩი ჩაატარა და მარტივად შეეძლო 6 ან 7 გოლი გაეტანა. კატალონიელებმა ფანტასტიკურად იასპარეზეს და წარმოდგენა არ მაქვს რეალთან როგორ წააგეს. იუვენტუსთან მათი თამაში რომ ნახოთ, იტყვით, რომ მიმდინარე სეზონში აღარასდროს დამარცხდებიან. ბუნებრივია, ყველა მატჩი ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ბარსელონა, რომელიც იუვესთან ვიხილეთ, შეუდარებელი იყო.

ლიონელ მესი ჯადოქარია. ის ფეხბურთის ჰარი პოტერი გახლავთ და როცა კარიერას დაასრულებს, ყველა ტელევიზორს გადავაგდებ. ტელევიზიაში მუშაობის შეწყვეტასაც ვაპირებ და Netflix-ის ყურებას ვგეგმავ, რადგან როცა მესი წავა, საყურებელი აღარაფერი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ „ბლაუგრანამ“ „ბიანკონერის“ 2-0 სძლია. კატალონიელთა მხრიდან პირველი გოლი უსმან დემბელემ შეაგდო და შედეგიანი გადაცემა ლეო მესიმ ჩაიწერა. მეორე გოლი კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან „ლა პულგამ“ გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში