Aa Aa
28 ოქტომბერი 2020  |  20:08

მორიგი გაბრწყინება - ზივზივაძემ გარდონს დუბლი შეუსრულა

დღეს უნგრეთის თასზე "გარდონ ვაროსმა" ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარს" უმასპინძლა და შეხვედრა 1:4 წააგო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა თავდამსხმელმა გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

ბუდუმ მეტოქეს ორი გოლი გაუტანა, თუმცა ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო. ზივზივაძემ მე-18 წუთზე თავად მოიპოვა პენალტი, რომელიც სამწუხაროდ ვერ გამოიყენა. 

ამის შემდეგ მატჩის 30-ე და 63-ე წუთზე ქართველმა "გარდონის" კარი ორჯერ აიღო და საკუთარი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

მომდევნო მატჩს "ფეჰერვარი" 31 ოქტომბერს "ფერენცვაროშის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ "ფეჰერვარის" მაისური 10-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში