მასიმო კარერა: "ჯანოს ბევრი ვარიანტი ჰქონდა"
მოსკოვის "სპარტაკის" იტალიელმა მწვრთნელმა, მასიმო კარერამ, ქართველი შემტევის, ჯანო ანანიძის შესახებ, რუს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ჯანოს ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი შეთავაზება ჰქონდა, მათ შორის სხვადასხვა რუსული და ევროპული კლუბებიდან. "სპარტაკს" არანაირი ინიციატივა არ გამოუჩენია და ფეხბურთელს მოსაფიქრებლად სრული თავისუფლება არგუნა".
"გეტყვით, რომ გვქონდა კონტაქტი "რომასთან", "ვილიარეალთან", "სევილიასთან", "ვალენსიასთან' და "ბენფიკასთან". საბოლოოდ კი, ჯანომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც სურდა".
"ეს მისი არჩევანია და მხოლოდ შემიძლია მოვიწონო, რადგან ვთვლი, რომ მას აქ დარჩენით შეუძლია "სპარტაკის" ისტორიაში შევიდეს და კლუბის ლეგენდათა რიცხვში ჩაეწეროს".
"ქართველს აქვს საკმარისი ამბიციები, რათა ჩემი სიტყვები, გნებავთ სურვილი ახდეს. სპორტში კი, ჯანსაღი ამბიცია, მხოლოდ გეხმარება და წარმატებისკენ გზას გიკვალავს". - განუცხადა იტალიელმა რუს რეპორტიორებს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ანანიძემ "სპარტაკთან" ცოტა ხნის წინ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, "სახალხო გუნდში" 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.
მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს