Aa Aa
27 ოქტომბერი 2020  |  21:40

„პანდემიის ჩაწყნარების შემდეგ მსოფლიო ვარსკვლავებს ჩამოვიყვანთ" - ბათუმის ახალი სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს, ბათუმის ახალი სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებას მხოლოდ საქართველოსა და აჭარის მთავრობის წევრები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი გულშემატკივრები დაესწრნენ.

კახა კალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ბათუმის სტადიონის პროექტის შესახებ ისაუბრა.

„როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი მაგარი პროექტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ სტადიონის გახსნა ასეთ მდგომარეობაში გვიწევს, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც სპორტი უყვართ, ვპირდები, რომ როგორც კი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარება ჩაწყნარდება, მსოფლიო ვარსკვლავებს ჩამოვიყვანთ და ამხანაგურ მატჩს გავმართავთ“.

ლევან კობიაშვილი: „არა მარტო მე, არამედ ბათუმისა და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე ბედნიერია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მასშტაბური პროექტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა. მიხარია, რომ ეს სტადიონი ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს და შეგვიძლია, აქ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო მატჩები გავმართოთ.

მინდა, თითოეულ ბათუმელს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ეს დღე მივულოცო. დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონის აშენება ჩვენი ფეხბურთის წარმატების საფუძველი გახდება“.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და 2020 წლის აგვისტოში დასრულდა. ტრიბუნები 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და უეფა-ს მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში