Aa
Aa

მილანმა სერია A-ში ქულები პირველად დაკარგა - როსონერიმ 61-წლიანი რეკორდი გაიმეორა

„მილანმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ გუნდს თავისი ისტორიის 61-წლიანი რეკორდი გაემეორებინა.

„როსონერიმ“ საკუთარ არენაზე „რომასთან“ 3:3 ითამაშა და 1959 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა ზედიზედ 11 ოფიციალურ მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

ლომბარდიელებს ამ რეკორდის გაუმჯობესების შანსი ხუთშაბათს, ევროპა ლიგის მე-2 ტურში, პრაღის „სპარტასთან“ ექნებათ.

სტეფანო პიოლის გუნდის მხრიდან გუშინდელ მატჩში თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა - დუბლით და ალექსის საელემაიკერსმა გამოიჩინეს.

„შავ-წითლებს“ 13 ქულა აქვთ და „ლეგა კალჩოს“ ლიდერობას ინარჩუნებენ. ისინი მეექვსე ტურის ეგიდით სტუმრად „უდინეზეს“ წინააღმდეგ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები