Aa Aa
27 ოქტომბერი 2020  |  10:09

კვერკველია სიმბოლურ ნაკრებში - Soccer.ru-მ ქართველი მცველი გამოარჩია

რუსულმა ვებგვერდმა, Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და „როტორის“ ქართველი მცველი, სოლომონ კვერკველია გამოარჩია.

„როტორის გამარჯვება მომენტების ბრწყინვალედ გამოყენებამ, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ლოკომოტივის დაღლილობამ, ბედნიერმა დამთხვევებმა და თავდადებამ განაპირობა, რომლის სიმბოლოც სოლომონ კვერკველია გახლდათ.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ქართველი მცველი ლოკომოტივის ღირსებას იცავდა. მან გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ შემდეგ იგი რკინიგზელებს აღარ დასჭირდათ. საბასთვის ეს განსაკუთრებული გამარჯვება გახლდათ, რომლისთვისაც ის ვარდნებს ახორციელებდა და ბურთს ეფარებოდა. რთულია, კვერკველია პენალტის გამო გავაკრიტიკოთ. მან ხელით შემთხვევით ითამაშა და თან ანტონ მირანჩუკის დარტყმის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა“, - წერს Soccer.ru.

შეგახსენებთ, რომ „როტორმა“ რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა. ვოლგოგრადელებს 6 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილს იკავებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში