Aa Aa
27 ოქტომბერი 2020  |  10:04

„შეთავაზებები მქონდა, მაგრამ კარიერის რეალში დასრულება მსურს" - კროოსი სამომავლო გეგმებზე

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. გერმანელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებით არ ინტერესდება და მისი მთავარი პრიორიტეტი „სამეფო კლუბი“ გახლავთ.

„გერმანიაში დაბრუნება ყოველთვის მინდოდა, რადგან ჩემს სამშობლოზეა საუბარი, თუმცა მადრიდში ცხოვრებითა და რეალის რიგებში თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ბევრი შეთავაზება მქონდა, მაგრამ კლუბთან ამ თემაზე არასდროს მილაპარაკია, რადგან ჩემი მიზანი კარიერის რეალში დასრულებაა“.

კროოსმა „ბლანკოსის“ თავკაცის, ზინედინ ზიდანის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „ჩვენ მისი გვჯერა. როცა მარცხდები და საქმე კარგად არ მიდის, იოლია თქვა, რომ ეჭვები არსებობს, თუმცა კლასიკოში დაფიქსირებულმა შედეგმა დაადასტურა, რომ ეს ასე არაა.

რეალში თუ თამაშობ, უნდა შეეგუო იმას, რომ წაგების შემდეგ აუცილებლად გაგაკრიტიკებენ. ამას გვერდს ვერ აუვლი, მაგრამ მთავარი ისაა კრიტიკაზე რა რეაქცია გექნება. ბარსელონასთან კარგად ვითამაშეთ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი გამარჯვება იყო და ასე უნდა განვაგრძოთ“.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსი „ბლანკოსის“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს. „რეალის“ მაისურით მან 283 შეხვედრა ჩაატარა და თავი 19 გოლსა და 68 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში