Aa
Aa

განახლებული ბანძუკე - ტოჩინოშინი რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუმოტორები 2020 წლის დასკვნით ბაშოზე იასპარეზებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც სექტემბრის სუპერტურნირი მე-4 მაეგაშირას წოდებით დაასრულა და მხოლოდ 6 გამარჯვება მოიპოვა, ნოემბრის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა იქნება.

განახლებული ბანძუკეს სათავეში კვლავინდებურად იოკოძუნები, ჰაკუჰო და კაკურიუ არიან. ოძეკის წოდებით ტაკაკეიშო, ასანოიამა და შოდაი გამოვლენ. სეკივაკეს რანგში მიტაკეუმი და ტაკანოშო იასპარეზებენ, ხოლო ტერუნოფუჯი და ტაკაიასუ კომუსუბები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ბაშო 8 ნოემბერს დაიწყება და მას კოკუგიკანი უმასპინძლებს. ლევანის პირველი მეტოქის ვინაობა ტურნირამდე 2 დღით ადრე გაირკვევა და იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი გოლიათი 2020 წელს წარმატებით დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები