Aa Aa
22 ოქტომბერი 2020  |  16:37

"ბაიერნი მსოფლიოში საუკეთესოა" - სიმეონეს მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის. "როხიბლანკომ" "ალიანს არენაზე" მტკივნეული მარცხი განაიცადა. მატჩის დასრულების შემდეგ დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ბაიერნი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია.

"ასეთ მარცხს ძალიან ცუდი გემო აქვს. არ ვიცი ეს ჩვენი შეცდომების გამო მოხდა, თუ გერმანელები იყვნენ ძალიან ძლიერები. სამომავლოდ ყველაფერს გამოვასწორებთ.

"ბაიერნს" ახლა შესანიშნავი დრო უდგას, ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან. მინდა გამოვარჩიო ჩემი ფეხბურთელების კარგი თამაში. ექტორ ერერამ იანიკ კარასკომ და მარკოს ლორენტემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს და მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.

ჩვენ მოქმედ გამარჯვებულს ვეთამაშეთ. გუნდს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. მიუხედავად ამ ანგარიშისა, ჩვენ არ გავჩერდებით და უკეთესი შედეგებისთვის ვიბრძოლებთ. 

მატჩში გარდატეხის შეტანის შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ გადამწყვეტი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ვინ იცის, ეს რომ მოგვეხერხებინა რა შედეგით დასრულდებოდა მატჩი." - განაცხადა სიმეონემ

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკომ" მიუნხენელებთან 0:4 დათმო. მასპინძელთა მხრიდან გოლები კინგსლი კომანმა(2), ლეონ გორეცკამ და კორენტინ ტოლისომ გაიტანეს. მადრიდელები მომავალ ტურში "ზალცბურგს" უმასპინძლებენ. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში