სკანდალური ბრალდება გუნდის ლიდერს -  არგენტინის ნაკრებმა პრესას ბოიკოტი გამოუცხადა!
Aa
Aa

სკანდალური ბრალდება გუნდის ლიდერს - არგენტინის ნაკრებმა პრესას ბოიკოტი გამოუცხადა!

ბოლო დღეებში სამხრეთ ამერიკული სპორტული პრესა ახალმა სკანდალმა მოიცვა. 

საქმე ისაა, რომ არგენტინული Radio Mitre-ს რეპორტიორმა, გაბრიელ ანელმა, თავისი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ეზეკიელ ლავეცის, ნაკრების შეკრებისას, ბაზაზე, მარიხუანის მოხმარება დააბრალა, რაც ჯერჯერობით არ დასტურდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, "ალბისელესტეს" ფეხბურთელებმა თანაგუნდელს მხარდაჭერა გამოუცხადეს და კაპიტნის, ლიონელ მესის თავოსნობით, შემდეგი განცხადება გააკეთეს:

"პიოხოს" (ლავეცი) წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება, თითქოს ის ბაზაზე მარიხუანას მოიხმარდა, აბსოლუტურად უსაფუძვლო და მეტიც, ამაზრზენია. არ ვაპირებთ, ჟურნალისტებს ასეთ ბინძურ თამაშში ავყვეთ. შესაბამისად, ამ ცილისწამების გამო, გადავწყვიტეთ, პრესასთან ურთიერთობა გავწყვიტოთ". - ესაა ფეხბურთელთა საერთო განცხადება.

"თქვენ შეგიძლიათ გაგვაკრიტიკოთ თამაშისა და შედეგების გამო, მაგრამ არ გაქვთ უფლება პირად შეურაცჰყოფასა და ცილისწამებაზე გადახვიდეთ". - ეს უკვე მესის კომენტარია. 

ვერ გეტყვით სადამე მივა ეს ყველაფერი, თუმცა როგორც ვარაუდობენ, გაბრიელ ანელს ბოდიშის მოხდა მოუწევს. 

 

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით

 

 

მსგავსი სიახლეები