პსჟ-სა და მანჩესტერის მატჩზე უეფას დელეგატის სტატუსით ირაკლი ნაკაიძე მუშაობს
Aa
Aa

პსჟ-სა და მანჩესტერის მატჩზე უეფას დელეგატის სტატუსით ირაკლი ნაკაიძე მუშაობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე უეფა-ს დელეგატის სტატუსით უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩზე იმყოფება.

პირველი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა პარი სენ-ჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, პარკ დე პრენსის სტადიონზე 20 ოქტომბერს, 23:00 საათზე დაიწყო.

სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია უეფას დელეგატად მუშაობს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ მატჩებზე. ირაკლი ნაკაიძემ დელეგატის რანგში, ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში  "ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეოთხედფინალურ მატჩზე იმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები