Aa Aa
20 ოქტომბერი 2020  |  18:42

"კრიტიკა გვაძლიერებს" - ზიდანის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა და პირველ ტურში მადრიდის "რეალი" დონეცკის "შახტარს" უმაპსინძლებს. მატჩის წინ "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგა არის ის რაც ჩვენ გვინდა. ასეთი მატჩებისთვის ჩვენ განსაკუთრებულად ვემზადებით. კარგია, რომ მხოლოდ ლა ლიგაში არ ვიღებთ მონაწილეობას და ფეხბურთს სხვა ჩემპიონატშიც ვთამაშობთ.

ჩვენ ვიცით ვინ ვართ და რა გვინდა. მნიშვნელოვანია "შახტართან" მატჩს კარგად მომზადებულები შევხვდეთ. ჩემპიონთა ლიგაზე უამრავი კლუბია, რომლებსაც ამ გათამაშების მოგება შეუძლიათ. ჩვენ კი ერთ-ერთი მათგანი ვართ და ამას ყოველწელს ვცდილობთ. გამონაკლისი არც ეს სეზონი იქნება.

ედენ აზარმა ვარჯიში განაახლა. სამწუხაროდ მისი ტრავმა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. მე გუნდის ექიმებს მთლიანად ვენდობი. მნიშვნელოვანია, რომ ბელგიელი მალე გამოჯანმრთელდეს და სეზონის სრულფასოვნად ჩატარება შეძლოს.

კრიტიკა გვაძლიერებს. ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ გულშემატკივრები გვაკრიტიკებენ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ, მაგრამ ფეხბურთელები მაქსიმალურად ეცდებიან მათ გახარებას. სამწუხაროდ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა ან დაგეგმილი გვაქვს.

ისკო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ის ამას ყოველთვის ამტკიცებს. ალარკონის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. სერხიო რამოსს ჩვენთან ერთად არ უვარჯიშია და მონაწილეობას დონეცკელებთან შეხვედრაში ვერ მიიღებს." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" უკანასკნელ ტურში საკუთარ სტადიონზე "კადისთან" 0:1 წააგო. "ბლანკოსი" "შახტარს" ჩემპიონთა ლიგაზე 21 ოქტომბერს თბილისის დროით 20:55-ზე დაუპირისპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში