შეთანხმება არ ხერხდება - მბაპე კონტრაქტს არ ახანგრძლივებს
Aa
Aa

შეთანხმება არ ხერხდება - მბაპე კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

კილიან მბაპეს გარშემო საუბრები არ წყდება. ჯერჯერობით ფრანგი პსჟ-ს ერთგულია და ეს არაერთხელ დაამტკიცა, თუმცა 21 წლის ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

LE PARISIEN-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ პარიზულმა გრანდმა კილიანს ახალი კონტრაქტი და გაზრდილი ხელფასი შესთავაზა, თუმცა მბაპემ ახალი ხელშეკრულება არ განიხილა. 

ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონით არაერთი კლუბი ინტერესდება, თუმცა ყველაზე დიდ ყურადღებას მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" იჩენენ.

იურგენ კლოპს კილიანი ძალიან მოსწონს და მის ტრანსფერს მიესალმება, მაგრამ თავად ფეხბურთელს "სამეფო კლუბი" იზიდავს. მბაპეს არაერთხელ უთქვამს, რომ ის ბავშვობიდან "რეალის" გულშემატკივარია და "ბლანკოსში" თამაში მისი ოცნებაა.

ამრიგად მისი მოქმედებიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ 2021 წელს ახალგაზრდა ტალანტი პსჟ-ს დატოვებს, რადგან კონტრაქტი მას 2022 წელს ეწურება. "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელები კი მის უფასოდ წასვლას არ დაუშვებენ.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალი" ტრანსფერებში ფულს არ ხარჯავს და უკანასკნელ სატრანსფერო ფანჯარაზე მათ არავინ არ იყიდეს. ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "თეთრები" ფრანგის შესაძენ ფულს აგროვებენ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 128 შეხვედრა ჩაატარა და 94 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები