კუმანი: „მესის უკეთ თამაში შეუძლია, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არაა“
Aa
Aa

კუმანი: „მესის უკეთ თამაში შეუძლია, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არაა“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და სამომავლო შეხვედრას შეეხო.

„ბარსელონაში მთავარი მიზანი, როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე, ტიტულების მოგებაა. ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ბევრი ძლიერი გუნდი ასპარეზობს და უნდა დავამტკიცოთ, რომ მათ დონეზე ვიმყოფებით.

ხეტაფესთან მატჩის შემდეგ, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი აღარაა, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ტურნირზე შორს გასვლა შეგვიძლია. ჩვენ თითოეულ მეტოქეს პატივს ვცემთ და მათ საგულდაგულოდ შევისწავლით. ამ ეტაპზე გამორიცხულია, იოლი მატჩების ჩატარება მოგვიწიოს და აუცილებელია, მომენტები შევქმნათ. ფერენცვაროში კარგი გუნდია, რომელიც დაცვაში შესანიშნავად გამოიყურება და შეტევაში მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს".

კუმანმა მესის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „არის ვარაუდი, რომ მესის უკეთ თამაში შეუძლია, თუმცა ის ყველაფრით კმაყოფილია, სურს, რომ გუნდის კაპიტანი იყოს და პროგრესირებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ლეო მომდევნო შეხვედრებში თავის გამოჩენას მოახერხებს“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ფერენცვაროშს“ ხვალ, თბილისის დროით 23:00-ზე დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები