''თითქოს წაგებული მატჩი კბილებით გამოგლიჯა'' - ორი ქართველის აღიარება ყაზახეთში
Aa
Aa

''თითქოს წაგებული მატჩი კბილებით გამოგლიჯა'' - ორი ქართველის აღიარება ყაზახეთში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ''კაისარის'' ფეხბურთელი ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. Sports.kz-ის ვერსიით საუკეთესო თერთმეტეულში ელგუჯა ლობჯანიძესთან ერთად ''ყიზილჟარის'' 34 წლის ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი ვიხილეთ.

პირველი ტაიმი ''ტარაზმა'' ''კაისარს'' 2:0 მოუგო, თუმცა შესვენების შემდეგ ლობჯანიძემ ყოფილ გუნდს ორი გოლი გაუტანა. 61-ე წუთზე მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლა, ხოლო 82-ე წუთზე ეფექტური თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ''კაისარი'' მარცხისგან იხსნა.

Sports.kz ქართველის შესახებ წერს: ''ელგუჯა ლობჯანიძემ დუბლი შეასრულა და რეალურად ფრე კბილებით გამოგლიჯა თითქოს უკვე წაგებულ შეხვედრაში''.

ზოგადად ლობჯანიძეს ძალიან კარგი სეზონი აქვს. 28 წლის ცენტრფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერ ლიგის 11 მატჩში 6 გოლი შეაგდო და ბომბარდირობისთვის იბრძვის. ლობჯანიძე ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ორ კონკურენტს ჩამორჩება, რომელთა ანგარიშზე 8-8 გოლია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელთა შორის საუკეთესო ბომბარდირის პრიზის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი ლობჯანიძეს აქვს.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ნახევარმცველს, შოთა გრიგალაშვილს, აღნიშნული გამოცემა ქართველის აქტიურ ასპარეზობას ხაზს უსვამს. მან გოლის ეპიზოდშიც ბოლომდე ითამაშა და მეკარის შეცდომით ისარგებლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები