Aa Aa
17 ოქტომბერი 2020  |  20:14

დიაგნოზი უცნობია: კვარაცხელია ტრავმის გამო შეცვალეს

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ''კრასნოდარმა'' შინ ყაზანის ''რუბინი'' 3:1 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა ტრავმის გამო 86-ე წუთზე შეცვალეს.

''რუბინმა'' ერთადერთი გოლი კვარაცხელიას მოედნიდან გასვლის შემდეგ შეაგდო.

ამ ეტაპზე უცნობია რამდენად მძიმეა 19 წლის ტალანტის ტრავმა, თუმცა მატჩამდე ''რუბინის'' მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ აღნიშნა, რომ ფეხბურთელი სანაკრებო მატჩების შემდეგ კლუბში მიკროტრავმით დაბრუნდა. ამ ეტაპზე კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე უცნობია.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

19 წლის ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. 2020-21 წლების სეზონის საწყის 10 ტურში კვარაცხელიამ 168 მცდელობიდან 87 დრიბლინგი წარმატებით შეასრულა, რაც რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია რუსეთის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში