Aa Aa
17 ოქტომბერი 2020  |  16:50

მშობლიურ კლუბში მხოლოდ 1 კვირით - რობინიო სანტოსიდან გააგდეს

ბოლო პერიოდის განმავლობაში სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ რობინიოს "სანტოსში" სურდა დაბრუნება და საბოლოოდ ასეც მოხდა. ვეტერანი ბრაზილიელი კლუბში ჩაირიცხა და ხელფასის სახით სიმბოლურად 230 დოლარი დაენიშნა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რობინიო გუნდიდან გაუშვეს. 

საქმე ეხება დე სოუზას ბრალდებას, რომელიც მას 2013 წელს იტალიაში ყოფნის დროს წაუყენეს. რობინიოს ბრალი ალბანელ ქალზე ძალადობაში და გაუპატიურებაში ედება. სასამართლო პროცესი დიდი ხნის მანძილზე გაჩერებული იყო, თუმცა 2 დღის წინ, პარსკევს სარჩელი განახლდა და ახალი დეტალები გახდა ცნობილი, რამაც შესაძლოა მას ბრალი დაუმძიმოს. მისი კლუბიდან გაშვების მიზეზი კი სწორედ ეს გახდა.

სანტოსის გადაწყვეტილების შემდეგ რობინიომ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა: "რა თქმა უნდა, ძალიან დამწუხრებული ვარ და ახლა ჩემს გულში მხოლოდ მოწყენილობა სუფევს. შეთანხმება შედგა და კლუბმა ჩემი ცხოვრების ამ უბედურ ეტაპზე გამათავისუფლა . ჩემი მიზანი ყოველთვის იყო "სანტოსის" დახმარება, მაგრამ ახლა ამის შესაძლებლობა არ მომეცა."

შეგახსენებთ, რომ რობინიოს უკანასკნელი კლუბი "ბასაქშეჰირი" იყო. 36 წლის ფეხბურთელი თურქულ კლუბს 2018 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 43 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ დე სოუზა "ბასაქშეჰირს" ისტორიაში პირველი ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში